გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა N2
მასწავლებლის სახელი გვარი, ოთარ დანელია                   პირადი ნომერი:           31.05.2019წ.
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო ( პრობლემაზე ორიენტირებული)
საგანი/საგნები:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:      დაწყებითი/   V
გაკვეთილის თემა:  ,,გაღმივლები“ და ,,ჩირიკი და ჩიკოტელა“
გაკვეთილის ჩატარების თარიღი:  31.05.2019წ.

მოსწავლეთა რაოდენობა:

 8
გაკვეთილის მიზანი:

გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა  :
შეძლონ სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
მოახერხონ  ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება  და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე;
განსაზღვრონ წერითი დავალების ამოცანა  და აირჩიონ ფუნქციური სტილი.
  შეძლონ  სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები (კავშირი ეროვნულ სასწ. გეგმასთან)

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. V. 10.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
ქარ. V. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება  და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედია-წიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. V. 12.  მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
ქართ. V. 14. მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა.

ქართ. V. 15მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყე-ნება და მართლწერის ნორმების დაცვა.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
აქტივობა N1
საორგანიზაციო საკითხები
მასწავლებელი კითხულობს სიას. ახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს.


საერთო საკლასო
ჟურნალი, ქცევის კოდექსი
1 წთ.
2.
აქტივობა N2
გაკვეთილის თემისა და მიზნისა და შეფასების რუბრიკების  გაცნობა.

საერთო საკლასო
ფლიპჩარტზე  მოცემული გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა.
2 წთ.
3.
აქტივობა N3
წინარე ცოდნის გამოვლენა და მოტივაციის ამაღლება.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.       რატომ ექიშპება ბიბღა დევგარეულს?
2.       რომელ ეპიზოდში ჩანს დევგარეულის დამოკიდებულება ბიბღასადმი?
3.       თქვენი აზრით, სძულთ თუ არა მათ ერთმანეთი?
4.       რა შეიცვალა დევგარეულის სიკვდილის შემდეგ?


გონებრივი იერიში
საერთო საკლასო, ინდივიდუალური
დაფა, ცარცი, კითხვარი
5 წთ.
4.
აქტივობა N4
პრობლემური კითხვის დასმა: როდის იწყებენ ადამიანები ერთმანეთთან გაჯიბრებას?
დისკუსია
საერთო საკლასო, ინდივიდუალური
 გამოსაძახებელი ჩხირები.
5 წუთი
5.
აქტივობა N5
მასალის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ნაწყვეტებს გიორგი ლეონიძის ტექსტიდან ,,ჩირიკი და ჩიკოტელა“
მასალის გაცნობა. პაუზებით კითხვა
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
8 წთ.
6.
აქტივობა N6
ახალგაცნობილი   მასალის დაკავშირება  ნაცნობ ტექსტთან , მათ შორის მსგავსება-განსხვავებების დადგენა.
 კლასი დაიყოფა ჯგუფებად (ორი ჯგუფი) და თითოეულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული დავალება:
1.       რა აქვთ საერთო ამ ნაწარმოებებს?
2.       რა განასხვავებს ამ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან?
დავალების შესრულების შემდეგ პრეზენტატორები გააკეთებენ პრეზენტაციას.
ჯგუფური მუშაობა. პრეზენტაცია. ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა.
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.
ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები.
9  წთ.
7
აქტივობა N7
გრამატიკული დავალების შესრულება
მოსწავლეები ტექსტიდან ამოიწერენ წინადადებებს და სიტყვებს  შესაბამის გრაფაში (იხ. დანართი N2) დააჯგუფებენ მეტყველების ნაწილების მიხედვით .
ენობრივი ნორმების დაცვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები და კალმები.
5 წთ.
8.
აქტივობა N8
გაკვეთილის შეჯამება, მოსწავლეები თაბახის ფურცელზე დაწერილი სამი წინადადებით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას გაკვეთილის თემის მიმართ.
წერითი სამუშაოს შესრულება.
ინდივიდუალური.
თაბახის ფურცლები. საწერკალამი
5 წთ.
9.
აქტივობა N9
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება, თანდართული უკუკავშირით.
არაფორმალური დაკვირვება.

საერთო საკლასო.
შეფასების რუბრიკა (დანართი N1).
მიზნის მიღწევის ხარისხის შეფასება.

5 წთ.
                 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
      მოსწავლეებს  შეუძლიათ  სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
      ახერხებენ   ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირებასა  და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე;
განსაზღვრავენ  წერითი დავალების ამოცანა  და ირჩევენ ფუნქციურ სტილს.     
      შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.                                                
                                 შეფასების  რუბრიკები :                    დანართი N1
     მსჯელობის შეფასების რუბრიკა

სასწავლო უნარები
1-4
5-6
7-8
9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
პრეზენტაცია
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
წინად.კონსტრუირება
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა

                                                       გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
10-9
8-7
6-5-4
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
                        
           ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასების სქემის ნიმუში

ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
ყოველთვის,ზოგჯერ, არასოდეს
როცა სხვა ლაპარაკობს,ვუსმენ ყურადღებით
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
ყოველთვის,ზოგჯერ ,არასოდეს
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
ყოველთვის,ზოგჯერ ,არასოდეს
ვიცი,რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
ვიცავ დროის ლიმიტს
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2
დანართი N2
არსებითი სახელი
ზედსართავი სახელი
რიცხვითი სახელი
ნაცვალსახელი
ზმნა







ხელმოწერა:                                 /ო. დანელია/
თარიღი:      31.05.2019წ.  





Комментариев нет:

Отправить комментарий